ჯანმრთელობა
არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის სტრუქტურები და მათი ფუნქციები შეესაბამება ერთმანეთს და ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემები ძალმოსულნი არიან შეინარჩუნონ ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა ანუ ჰომეოსტაზი.
მოკლე ისტორიული ცნობები თამბაქოს შესახებ

კოლუმბმა ევროპაში დაბრუნებისას თან ჩამოიტანა თამბაქოს ნიმუში, მაგრამ იმ დროისათვის თამბაქომ დიდი გავრცელებავერ ჰპოვა. ევროპაში თამბაქოს მოწევა დაიწყეს მხოლოდ 1580 წლიდან. თამბაქოს პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის სერ უოლტერ რელეის, რომელიც ინგლისის დედოფლის – ელისაბედ I-ის კარზე ცნობილ პიროვნებად ითვლებოდა. თამბაქოს მოწევა მალე გავრცელდა ევროპის სხვა სახელმწიფოებში – ჯერ ესპანეთსა და პორტუგალიაში, შემდეგ კი საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში, ასევე ინგლისის კოლონიებში – აფრიკასა და აზიაში. რუსეთში თამბაქოს მოწევა გავრცელდა XVII საუკუნის დასაწყისში.
მსოფლიოში თამბაქოს ყველაზე დიდი პლანტაციებია ჩინეთში, ინდოეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდონეზიასა და თურქეთში. თამბაქო მოჰყავთ აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში დასავლეთ აფრიკასა და ავსტრალიაში.
არსებობს თამბაქოს ნაწარმის სხვადასხვა სახე – პაპიროსი, სიგარეტი, სიგარა, ჩიბუხისა და გასახვევი თუთუნი, აგრეთვე ბურნუთი და საღეჭი თამბაქო.
თამბაქოს შემადგენლობა
მრავალრიცხოვანი სამედიცინო გამოკვლევებით დადგენილია, თუ რა მავნე ზემოქმედებას ახდენს თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობაზე. თამბაქოს ფოთლები შეიცავს 2500-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, თამბაქოს ბოლში კი მათი რაოდენობა 4000-მდე აღწევს. მეცნიერების მიერ განსაზღვრულია, რომ თამბაქოს ბოლში შედის ორმოცზე მეტი კანცეროგენი. კანცეროგენი წარმოადგენს კიბოს გამომწვევ ნივთიერებას.
მწეველები და გარემო

ადამიანს, რომელიც სუნთქავს თამბაქოს ბოლით დაბინძურებულ ჰაერს, – პასიური მწეველი ეწოდება. პასიური

უკანასკნელ ათწლეულში სიგარეტის ყოველწლიური მოხმარება განვითარებულ ქვეყნებში შემცირდა 1,4%-ით, ხოლო განვითარებად ქვეყნებში გაიზარდა 1.7%-ით.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში საშუალო ასაკის სამი გარდაცვლილი მამაკაციდან ერთი სიგარეტის წევის მსხვერპლია, ხოლო ქალებში – რვა გარდაცვლილი ქალიდან ერთი.

თამბაქოს წევა არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ახლო მომავალში განსაკუთრებულ სირთულეებს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
თამბაქოს წევა მავნეა არა მარტო მწეველისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც მწეველებთან ერთად შენობაში იმყოფება და თამბაქოს კვამლით მოწამლული ჰაერით სუნთქავს. ყოველწლიურად ასობით არამწეველი იღუპება თამბაქოს მოწამლული ჰაერის მათ ორგანიზმში მოხვედრის გამო. მათი უმრავლესობაა ბავშვები და მოზარდები. მწეველები დიდ ზიანს აყენებენ თავიანთი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.

პასიური მწეველი სუნთქავს ორი ტიპის ბოლს: პირდაპირი და გვერდითი გამონაბოლქვი.
პირდაპირი არის ის გამონაბოლქვი, რომელსაც უშვებს ანთებული სიგარეტი; ხოლო გვერდითი, – რომელსაც ამოისუნთქავს მწეველი სიგარეტის მოწევის დროს.
გვერდითი ბოლი შეიცავს ორჯერ მეტ ნიკოტინს და ხუთჯერ მეტ კარბონმონოქსიდს, ვიდრე პირდაპირი ბოლი. აგრეთვე მის შემადგენლობაში უფრო მეტია სხვა მომწამლავი ნივთიერებებიც.

ამერიკის შეერთებული შტატების 30-ზე მეტ შტატში აკრძალულია სიგარეტის მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
ნიკოტინის “მცირე რაოდენობის” შემცველი სიგარეტები

გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ნიკოტინის “მცირე რაოდენობის” შემცველი სიგარეტების მოწევა არ ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული დაავადებები, პირის ღრუს სიმსივნეები და სხვა.
თამბაქოს წევის დაწყების მიზეზები
თამბაქოს წევის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად მკვლევარები ასახელებენ ცნობისმოყვარეობას. მაგალითად, სკოლისა და სხვა სასწავლებლების უფროსი კლასებისა და უმცროსკლასელთა გამოკითხვით დადგინდა, რომ გამოკვლეულთა 25%-მა თამბაქოს წევა დაიწყო ცნობისმოყვარეობის გამო.

დადგენილია, რომ თამბაქოს მწეველ ოჯახებში თამბაქოს მწეველ ბავშვთა რაოდენობა აღემატება 50%-ს, ხოლო არამწეველთა ოჯახებში მათი რაოდენობა 25%-მდე აღწევს.

ადამიანების უმრავლესობა სიგარეტის მოწევას იწყებს იმის გამო, რომ ჰგონიათ იგი ხელს შეუწყობს მათ ნერვიულობის, მოწყენილობის, სტრესების, დეპრესიული მდგომარეობის თავიდან აცილებაში.
არსებობს მწეველთა ორგვარი ტიპები: იშვიათი და რეგულარული.`

რეგულარულ მწეველს მიეკუთვნება ის პირი, რომელიც ეწევა თამბაქოს ყოველლღე. ისინი ფიზიკურად შეჩვეულნი არიან ნიკოტინის მიღებას, მათ ვერ წარმოუდგენიათ ერთი დღეც კი სიგარეტის გარეშე.

ხშირად რეგულარული მწეველი ცდილობს თავი დაანებოს თამბაქოს მოწევას, მაგრამ ამის შედეგად პირველ ხანებში მას ეწყება დეპრესია, მოუსვენრობა, ნერვიულობა, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც რეგულარული მწეველი თავს არ ანებებს მოწევას არის ის, რომ თავიდან აიცილოს ეს სიმპტომები.
როგორია ნიკოტინისადმი მიჩვევის მექანიზმი?
თამბაქოს ძირითად მოქმედ საწყისს წარმოადგენს ნიკოტინი. ნიკოტინი – ფრანგი დიპლომატის ჟან ნიკოს გვარის მიხედვით, რომელმაც 1560 წელს პირველად შეიტანა თამბაქო საფრანგეთში, – წარმოადგენს ალკალოიდს, რომელიც არის თამბაქოს ფოთლებსა და თესლში. ერთი ცალი სიგარეტი ჩვეულებრივ შეიცავს 10-15 მგ ნიკოტინს. იგი მეტად ძლიერი შხამია, რომელიც უპირატესად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, საჭმლის მონელებაზე, სასუნთქ და გულსისხლძარღვთა სისტემებზე.

თამბაქოს წევის პროცესი მშრალი გამოხდაა მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, რომელიც სიგარეტის ანთებულ ბოლში 3000ს აღწევს. თამბაქოს მწეველის მიერ შესუნთქული კვამლი ახდენს თამბაქოდან ნიკოტინის გადადენას. ნიკოტინი სწრაფად იხსნება წყალში, ამიტომ ადვილად შეიწოვება პირისა და ცხირის ღრუს ლორწოვანიდან, ხოლო პირის ღრუდან ნერწყვთან ერთად, კუჭში გადასული, შეიწოვება აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლიდან.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თამბაქოს წევისას ადამიანი ეჩვევა ნიკოტინს, ხანგრძლივი წევის ან თამბაქოს მტვრის სისტემატური ჩასუნთქვის შედეგად (მაგალითად, თამბაქოს ქარხანაში მომუშავეებში) ვითარდება ნიკოტინიზმი – ნიკოტინით მოწამვლა.
თამბაქოს მავნე გავლენა ორგანიზმზე

თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესის გაჩენას, კბილები ყვითლდება, ხშირად ვითარდება სტომატიტი და გინგივიტი.
თამბაქოს წევა იწვევს სისხლძარღვულ ცვლილებებს. ნიკოტინის მოქმედების შედეგად ვიწროვდება სისხლძარღვები, მათ კედლებში წარმოქმნილი ტროფიკული ცვლილებები კი ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვთა სისტემური დაავადების განვითარებას. ნიკოტინი ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ადიდებს მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის კუნთის და ტვინის სისხლძარღვების დაავადების რისკს. კარდიოლოგთა მონაცემებით, თამბაქოს მწეველთა შორის მიოკარდიუმის ინფარქტით სიკვდილიანობა ორჯერ მეტია, ვიდრე არამწეველთა შორის.

თამბაქოს წევის ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია ფილტვის კიბოთი დაავადება. არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ფილტვის კიბოს დაავადების საშიშროება თამბაქოს მწეველთა შორის ოცჯერ მეტია, ვიდრე არამწეველებში. ფილტვის კიბოს გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია ნიკოტინის ფისში ე.წ. კანცეროგენული (კიბოს გამომწვევი) ნივთიერებისა და რადიაქტიური ელემენტის – პოლონიუმის შემცველობა.
დადგენილია, რომ მწეველთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია. მოზრდილთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა 95% მწეველები არიან.
ნიკოტინის შხამი მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, უფრო მეტად კი თირკმელზედა ჯირკვლებზე. თირკმელზედა ჯირკვლები წარმოადგენს წყვილ ჰორმონულ ჯირკვალს, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმის ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციაზე. ისინი სისხლში გამოყოფს ისეთ საშუალებებს, ადრენალინი და ნორადრენალინი (კატექოლამინები). ისინი სისხლის გზით გადადიან სხეულის სხვადასხვა უბანში და ზემოქმედებას ახდენენ შინაგანი ორგანოების ნერვულ აპარატზე. ნიკოტინის მცირე დოზა კატექოლამინების გამოყოფას აძლიერებს, ხოლო დიდი დოზა კი ამცირებს მათ გამოყოფას. ამის შედეგად ნიკოტინის მცირე დოზა იწვევს არტერიული სისხლის წნევის დონის მომატებას, ხოლო დიდი დოზა კი გულ-სისხლძარღვთა მუშაობის დათრგუნვას. სწორედ ამით აიხსნება ნიკოტინით მწვავე მოწამვლის დროს სისხლძარღვებში წნევის მკვეთრი დაწევა, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გონების დაკარგვას და სიკვდილს.

ნიკოტინი ნაადრევად უკარგავს მადას ადამიანს, ხელს უწყობს საჭმლის მონელების მოშლას, ვითარდება ვეგეტატიური დარღვევები – ძლიერდება კუჭის სეკრეცია, მკვეთრად მატულობს კუჭისა და ნაწლავების კატარული მდგომარეობისა და წყლულის განვითარებისათვის. თამბაქოს მწეველებში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება 2-3-ჯერ უფრო ხშირია.
ნიკოტინი უარყოფით გავლენას ახდენს სასქესო ჯირკვლებზეც. იგი ხელს უწყობს სქესობრივ უძლურებას. ნიკოტინით ინტოქსიკაციის შეწყვეტა განაპირობებს სქესობრივი ფუნქციის აღდგენას.
რატომ უნდა დაანებოთ თავი სიგარეტს:

მსოფლიოში, ყოველწლიურად, თამბაქოს მოწევას თავს ანებებს მილიონობით ადამიანი. მწეველთა უმრავლესობისათვის ეს პროცესი ადვილი არ არის, რადგან მათი ორგანიზმი შეჩვეულია ნიკოტინს. მიღების შეწყვეტის შემდეგ მათ უწევთ გაიარონ რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარდამავალი პერიოდი, სანამ თავს იგრძნობენ ისევე კომფორტაბელურად, როგორც გრძნობენ არამწეველები.
თუ ადამიანს სურს თავი დაანებოს სიგარეტის წევის ამ მავნე ჩვევას, მან პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს, თუ რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს თან ამ ფაქტს.

რამდენიმე დღის შემდეგ მცირდება მწეველის ქრონიკული ხველება, რამდენიმე კვირაში კი სულ ქრება. ადამიანს ფილტვები უსუფთავდება და სუნთქვა უადვილდება.
თამბაქოს წევის დანებების ორი წლის შემდეგ ყოფილი მწეველისათვის გულისა და ფილტვების დაავადებების განვითარებისა რისკი იგივეა რაც არამწეველთათვის.
რაც შეეხება ამ პროცესის სხვა დადებით მხარეებს, – სიგარეტის თავის დანებების შემდეგ ადამიანს უქრება პირის ღრუში უსიამოვნო გემო, უმჯობესდება ყნოსვა, ძილი უფრო მშვიდი აქვთ და გაღვიძებისას კარგად გრძნობენ თავს. თამბაქოს გამო ადამიანს კბილები და ხელის თითები გაყვითლებული აქვს.
თამბაქოს წევის დანებება აუმჯობესებს ადამიანის გამომეტყველებას, სისხლძარღვების ცირკულაციას მოწესრიგების გამო კანი უფრო ჯანმრთელად გამოიყურება. მისი სუნთქვა და ტანსაცმელი უფრო ჯანსაღია.
როგორ უნდა დაანბოთ თავამ მავნე ჩვევას?

თუ თქვენ სცადეთ დაანებოთ თავი სიგარეტის მოწევას და არაფერი გამოგივიდათ, არ შეშინდეთ, სცადეთ კიდევ ერთხელ, რადგან ბოლოს და ბოლოს აუცილებლად მიაღწევთ მიზანს.
დანიშნეთ ამისათვის ზუსტი დღე. უმჯობესია რომ ეს დღე იყოს უახლოეს მომავალში;
სანამ მოწევას თავს დაანებებთ, აღნიშნეთ რა სიხშირითეწევით და უფრო ხშირად რა საქმიანობის დროს;
ჩამოთვალეთ მიზეზები, თუ რატომ გინდათ დაანებოთ თავი სიგარეტს;
უთხარით ყველას, რომ სიგარეტის მოწევას თავს ანებებთ, არ დამალოთ, სთხოვეს თქვენი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ყოველნაირად ხელი შეგიწყონ, დაგეხმარონ;

მოახდინეთ თქვენი ყურადღებისა და ძალების მობილიზაცია, რომ მიმდინარე დღეს არ მოსწიოთ სიგარეტი, ნუ ინერვიულებთ ხვალინდელ დღეზე ან მომავალ კვირაზე;
შეეცადეთ მომავალ დღეებში აიცილოთ თავიდან ის საქმიანობა, რომელიც სიგარეტის მოწევასთან იყო დაკავშირებული ან სიგარეტს გაგონებთ;
უმჯობესია დაკავდეთ ისეთი საქმიანობით, რომლის დროსაც სიგარეტის მოწევა არ გაგახსენდებათ ან, თუ ძალიან გაგიჭირდებათ მიიღეთ შხაპი ან იცურავეთ, რადგან ამ დროს ფიზიკურად ვერ შეძლებთ მოწევას;

ხშირად გაახსენეთ საკუთარ თავს, რომ სიგარეტის თავის დანებება არის თქვენთვის ძალიან სასარგებლო, გადახედეთ ხოლმე ზემოთ აღნიშნული მიზეზების სიას, დაუხატეთ თქვენ თავს მომავალი ჯანმრთელი და კომფორტული ცხოვრების სურათი.
თამბაქოს წევა არის პირდაპირი გზა დაავადებისაკენ, სიცოცხლის შემოკლებისაკენ. თამბაქოს წევის მავნე ჩვევის მინებება ყოველთვის შეიძლება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სურვილი და ნებისყოფა.
რა საფრთხეს გვიქადის მავნე ჩვევები
რა საშიშროებას უქმნის თამბაქო ადამიანს

მეორე სვირის N1 საჯარო სკოლასთან
აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია “world
vision”-იმერეთის სამხარეო
განვითარების პროგრამა.
ჩვენ ვართ ამ
ჯგუფის წევრები და აქტიური მსმენელები (თეკლე კაკაურიძე,მედეა როყვა,ოთარ თუთარაშვილი).
„პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე“ მეტად აქტუალური თემაა მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით
სკოლებში,ამიტომ ჩვენ გასულ წელს გავიარეთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ტრენინგები და მიღებული გამოცდილების საფუძველზე ჩავატარეტ
სემინარები და პრეზენტაციები ჩვენს სკოლაში უფროსი კლასის მოსწავლეებში,დაისვა კითხვები
და გაეცა სათანადო პასუხები.ვფიქრობთ მნიშვნელოვანი
შედეგი მოჰყვება ამას,ცოტათი მაინც დაფიქრდებიან თუ რა საშინელი შედეგი მოჰყვება ამას.ჩვენ თან ვურთავთ
ამ პრეზენტაციებისა და სემინარების ფოტო და ვიდეო მასალას.
ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩავატარეთ
სკოლაში სხვადასხვა ასაკის 30 მოსწავლესთან და თემში რამოდენიმე ხანშიშესულ, „გამოცდილ“ მწეველთან.
შევადგინეთ კითხვარი:
1.ცდილობთ თუ არა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას და
რამდენად ახერხებთ მას?
2. იცით თუ არა რაიმე სიგარეტის მავნებლობის შესახებ
და რა დაავადებებს წარმოქმნის ის?
3.მწეველთა რამდენი სახეობა არსებობს?
4.მსოფლიოში დღეში რამდენი ადამიანი იღუპება სიგარეტის
მოწევით?
კვლევის შედეგები ასეთია:1. 30% -ახერხებს 70%-ვერ ახერხებს
2.95%-იცის 5%-არ იცის
3. 15%-იცის 85%-არ იცის
4.10%-იცის 90%-არ იცის
ვურთავთ მოსწავლეებში კვლევის ფოტომასალას

ხანშიშესულ ადამიანებში კვლევის ამსახველი ფოტომასალა
და კვლვის შედეგი:
„გამოცდილმა“ მწეველმა მოგვცა დარიგება და რჩევა: მიუხედავად
იმისა, რომ მასაც უშლიდნენ ბავშვობაში არ დაეწყო სიგარეტის მოწევა და გაფრთხილებოდა
ჯანმრთელობას, არ დაიჯერა და დღეს უკვე, როცა ასაკში შევიდა გვითხრა რომ თავისი ჯანმრთელობა
წლების შმდეგ დააყენა საფრთხის წინაშე, რადგან აწუხებს: არითმია,ბრონქიტი, დაზიანებული
აქ ფილტვები,უჭირს სუნთქვა და გამოიყურება იმაზე დიდი ასაკის, ვიდრე სინამდვილეშია.
ისინი გვირჩევენ, რომ ბევრი ინფორმაცია გავცეთ გარშემო
მყოფებზე, ავუხსნათ თამბაქოს მავნებლობის შესახებ და ვუთხრათ, რომ თამბაქოს მოწევა
არის პირდაპირი გზა დაავადებისაკენ, სიცოცხლის შემოკლებისაკენ. თამბაქოს წევის მავნე
ჩვევის მინებება ყოველთვის შეიძლება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სურვილი და ნებისყოფა,რაც
სამწუხაროთ მათ ვერ გამოიჩინეს თავის დროზე .
გამოყენებული ლიტერატურა:
მასალები მოპოვებულია
არასამთავრობო ორგანიზაცია world
vision-ის მიერ გამოცემული
წიგნებიდან.
ასევე გამოყენებულია ინტერნეტ ფოტო - ვიდეო მასალა
და ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
about us:
ჩვენ ვართ ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები: თეკლე კაკაურიძე, მედეა როყვა და ოთარ თუთარაშვილი.შევქმენით ეს ბლოგი რათა აღგვემაღლებინა საზოგადოების ცნობიერება ამ თემასთან დაკავშირებით.
about us:
ჩვენ ვართ ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები: თეკლე კაკაურიძე, მედეა როყვა და ოთარ თუთარაშვილი.შევქმენით ეს ბლოგი რათა აღგვემაღლებინა საზოგადოების ცნობიერება ამ თემასთან დაკავშირებით.
Გამარჯობა ყველას!! მე მერლინი ვარ აქ, შტატებში და აქ ვარ, რომ ვისაუბრო იმაზე, თუ რა გააკეთა ექიმმა ჯეიმსმა ჩემთვის. მე (GENITAL HERPES VIRUS) დაავადებული მაქვს ბოლო 4 წლის განმავლობაში და მუდმივად მქონდა ტკივილი და ქავილი, განსაკუთრებით ჩემს პირად ნაწილში. პირველი წლის განმავლობაში. ეს დაავადება მთელს სხეულში ვრცელდებოდა და მე გამოვიყენე ორეგანოს ზეთი, ქოქოსის ზეთი, აციკლოვირი, ვალ აციკლოვირი, აციკლოვირი და რამდენიმე სხვა პროდუქტი და ეს მართლაც დამეხმარა ჩემი ეპიდემიის დროს, მაგრამ მე მთლიანად განკურნებული ვიყავი! ჩემი HSV– დან ძლიერი და აქტიური მცენარეული მედიკამენტი შეუკვეთა დოქტორ ჯეიმსის მცენარეულ ნარევს და ის მთლიანად ებრძოდა ვირუსს ჩემი ნერვული სისტემისგან და უარყოფითი ტესტი გამომივიდა დოქტორ ჯეიმსის მცენარეული ნარევის მედიკამენტის გამოყენების შემდეგ. მე აქ ვარ, რომ ყველამ იცოდეთ, რომ ჰერპესის ვირუსს აქვს სრული განკურნება, მე თავი დავაღწიე ექიმ ჯეიმსის მცენარეული მედიცინის დახმარებით. მე წავაწყდი Tasha- ს ჩვენებას, ინტერნეტში, რომელიც მოწმობდა დოქტორ ჯეიმსის შესახებ, თუ როგორ განკურნა იგი 7 წლის HSV 2. და მან ასევე მისცა დიდი დოქტორ ჯეიმსის ელექტრონული ფოსტის მისამართი (drjamesherbalmix@gmail.com ... ] ..., ვურჩევ ნებისმიერს, დაუკავშირდეს მას ნებისმიერი სახის დაავადებების შესახებ, რომლითაც ის დაგვეხმარება, ამიტომ მე ელ.წერილით ვუთხარი მას ჩემს შესახებ (HSV 2), მან მითხრა, არ ინერვიულო, რომ მე ვიქნები განკურნებული !! ისე, მე მას ეჭვი არასდროს შეპარვია. მე მჯერა, რომ მას შეუძლია მეც განკურნოს, ექიმმა ჯეიმსმა მოამზადა და გამომიგზავნა ფესვებისა და მწვანილისგან დამზადებული მცენარეული მიქსური წამალი, რომელიც მივიღე. პირველ ერთ კვირაში, მე დავიწყე ყველა ჩემზე, 15 დღის შემდეგ დალია მისი მცენარეული მიქსების წამალი, სულ განკურნებული ვიყავი. აღარ მქონდა ქავილი, აღარ დამეუფლა ტკივილი, როგორც დარწმუნდა ექიმი ჯეიმსი. გარკვეული დროის შემდეგ ექიმთან მივედი კიდევ ერთი ტესტის გასაკეთებლად. შედეგი გამოვიდა მეგობრებო, ჩემი რჩევაა, თუ გაქვთ ასეთი დაავადება ან იცით ვინმე, ვინც დაავადებულია ან რაიმე სხვა დაავადებით, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება, მეჭეჭები, მოლები, ბიპოლარული დი შპრიცი, ზოლები, HPV, აივ ინფექცია / შიდსი, ALS, HBP, კიბო, ნეფროზული სინდრომი აივ / შიდსი, ჰერპესის კიბო, საკვერცხის კიბო, პანკრეასის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, პროსტატის კიბო, გლაუკომა, კატარაქტა, მაკულარული დეგენერაცია, გულსისხლძარღვთა დაავადება , აუტიზმი, ფილტვის დაავადება. გადიდებული პროსტატა, ოსტეოპოროზი. ალცჰეიმერის დაავადება, ფსორიაზი, ტაქის დაავადებები, წითელი მგლურა, ზურგის ტკივილი, დემენცია. თირკმლის კიბო, ფილტვის კიბო, კანის კიბო, კანის კიბო და კანის კიბო. სათესლე ჯირკვლის კიბო, ლეიკემია, ვირუსები, ჰეპატიტი, უნაყოფობა და ა.შ. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დიდს პირდაპირ მის ........ @ drjamesherbalmix@gmail.com ის კარგი ადამიანია და ის დაგეხმარებათ.
ReplyDelete